"ბლუმბერგი" საქართველოს დიდებული ღვინის მწარმოებელ ქვეყნებს შორის ასახელებს
09:56 / 25.02.2015
ქართული ღვინის 15 ყველაზე მნიშვნელოვან სახეობას შორის საფერავს, რქაწითელსა და მწვანეს ყველაზე დიდი გლობალური პოტენციალი აქვს "მსოფლიოს დიდებული ღვინის მომავალი მწარმოებელი რეგიონები", - ამ სათაურით აქვეყნებს გამოცემა "ბლუმბერგი" იმ რეგიონების ჩამონათვალს, სადაც კარგი ღვინო დიდებულად გარდაქმნის გზას ადგას. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანას შორის "ბლუმბერგი" საქართველოსაც ასახელებს.
როგორც სტატიის ავტორი ელინ მაკკოი აღნიშნავს, საქართველო ქვევრის ქვეყანაა, სადაც მეღვინეები ქვევრს ტრადიციულად, თითქმის 500 ძირძველი სახეობის ყურძნისგან ღვინის დასამზადებლად იყენებენ. ავტორისვე თქმით, რუსეთის მიერ ქართულ ღვინოზე დაწესებულმა შვიდწლიანმა ემბარგომ აიძულა მეწარმეები გაეუმჯობესებინათ ღვინის ხარისხი და ექსპორტი. ელინ მაკკოი ქართული ღვინის 15 ყველაზე მნიშვნელოვან სახეობას შორის საფერავს, რქაწითელსა და მწვანეს ყველაზე დიდი გლობალური პოტენციალის მქონე სახეობად მიიჩნევს.
საქართველოს გარდა, "ბლუმბერგი" ღვინის წარმოების მხრივ დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებს უნგრეთის ტოკაის რეგიონს, აშშ-ის ვირჯინიის შტატს, ავსტრალიაში მდებარე იარა ველის რეგიონს, სამხრეთ ინგლისს, კალიფორნიაში მდებარე ლოდის რეგიონს, სიცილიასა და ჩილეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები