Apple-ის სმაილების განახლებულ ვერსიაში, წლის ბოლოს კანის 6 სხვადასხვა ფერის emoji-ის პერსონაჟი გამოჩნდება.
ამ სიახლის შესახებ Apple-მა გასული წლის მარტში განაცხადა, მას შემდეგ, რაც emoji-ს სმაილებში მრავალფეროვნების გაზრდის მოთხოვნით პეტიციას ხელი ათასობით ადამიანმა მოაწერა. როგორც CNN იტყობინება, ახალი სმაილები წლის ბოლოსთვის დაემატება.
emoji-ის ახლანდელი ვერსიით, სმაილებში ერთსქესიანი წყვილების გამომხატველი პერსონაჟები გვხვდება, თუმცა მასში არ არის ფერადკანიანი პერსონაჟების გამომხატველი სმაილები. პერსონაჟების უმეტესობას ღია ფერის კანი აქვს.
უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.
მასალის გამოყენების პირობები