ინფრასტრუქტურის სამინისტროში ზუგდიდის სტადიონის პროექტი განიხილეს
13:22 / 25.02.2015
ზუგდიდში ენგურქაღლდ კომბინატის ტერიტორიაზე დაგეგმილი საფეხბურთო სტადიონის პროექტის ესკიზური და არქიტექტურული ნაწილის დეტალური განხილვა რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში შედგა.
განხილვაში სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პროექტების დეპარტამენტის უფროსი გიორგი როინიშვილი, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფრასტრუქტურის სამმართველოს უფროსი ალექსანდრე მენაბდე, ქალაქ ზუგდიდის ვიცე-მერი გია გულორდავა, მერიის არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის სამსახურების უფროსები და შ.პ.ს. ,,თბილქალაქპროექტის" არქიტექტორები მონაწილეობდნენ.
უახლოეს დღეებში ქალაქ ზუგდიდის მერიაში საფეხბურთო სტადიონის პროექტის საბოლოო, ესკიზური და არქიტექტურული ნაწილი იქნება წარმოდგენილი.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები