ეთნოცენტრში ისტორიული აფხაზური საცხოვრისების, უძველესი დროიდან უფრო გვიან პერიოდამდე, განთავსება იგეგმება. მეცნიერებისა და კულტურის მხარდამჭერი რუსულ-აფხაზური ფონდის "ინალასტის“ ხელმძღვანელმა ბელა აგრბამ „სპუტნიკ -აფხაზიასთან“ საუბრისას თქვა, რომ კომპლექსის ბაზაზე მოეწყობა ეთნოგრაფიული მუზეუმი, საკონფერენციო დარბაზი და პავილიონები, სადაც სახალხო რეწვის ნიმუშები გამოიფინება. „ ვერავის პატივისცემას ვერ დაიმსახურებ, თუ ადამიანებმა ვერ მიიღეს ცოდნა შენს შესახებ, ამის გაკეთებას კი მხოლოდ ჩვენი კულტურული მიღწევების ხარჯზე შევძლებთ", — განაცხადა აგრბამ. გარდა ამისა, ეთნოგრაფიული კომპლექსის ტერიტორიაზე, თეატრალიზებული წარმოდგენების გამართვა იგეგმება, აფხაზური ფოლკლორული კოლექტივების მონაწილეობით.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები