გარემოს დაცვის მინისტრი და გუბერნატორი მონადირეებს შეხვდნენ
11:12 / 02.03.2015
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი და სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ლევან შონია რეგიონის მონადირეებსა და მეთევზეებს ზუგდიდში შეხვდნენ.ელგუჯა ხოკრიშვილმა მონადირეებს ახალი ინიციატივა გააცნო. სამეგრელოს რეგიონში გარემოს დაცვის სამინისტრო შესაბამისი ინფრასტრუქტურით მოეწყობილ სანადირო მეურნეობას შექმნის. ამის შემდეგ ტერიტორია მონადირეთა ასოციაციას მართვის უფლებით გადაეცემა.
შეხვედრაზე მინისტრმა განმარტა, რომ მონადირეების მიერ ტერიტორიის შერჩევის შემდეგ მას სპეციალისტებისა და ექსპერტების ჯგუფი შეისწავლის. ელგუჯა ხოკრიშვილის ცნობით, სპეციალურად სანადიროდ მოწყობილ ტერიტორიაზე შესვლა დადგენილი წესებით და კონტროლის დაცვით მოხდება, რაც უკანონო ნადირობის და გარემოსთვის ზიანის მიყენების ფაქტებს შეამცირებს.სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ მეთევზეებსა და მონადირეებს დახმარება აღუთქვა და განაცხადა, რომ სანადირო მეურნეობის შექმნაში თითოეული მათგანი აქტიურად იქნება ჩართული. ლევან შონიას თქმით, მონადირეებისა და მეთევზეების პრობლემებით წლების განმავლობაში არავინ დაინტერესებულა. გუბერნატორი მიიჩნევს, რომ სანადირო მეურნეობისა და ინფრასტრუქტურის მოწყობა სანადირო ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები