თაბუკაშვილის ქუჩაზე ახალ საცხოვრებელ კორპუსებში, სულ 320 დევნილი ოჯახი ბინებს მიიღებს. ბინების გადაცემა დევნილი ოჯახების მდგომარეობის გათვალისწინებით სპეციალური კომისიის მიერ მოხდება.
თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე ობიექტი ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის და ისინი, სამინისტროს გადაწყვეტილებით კენჭისყრის გარეშე პირველ სართულზე მიიღებენ ბინებს. მინისტრის განმარტებით, ობიექტის მშენებლობა უკვე დასრულებულია, სამინიტროს ბალანსზე გადმოსულია და მიმდინარე თვის ბოლომდე დევნილებისთვის ბინების გადაცემა მოხდება. უახლოეს დღეებში კი დევნილთა სამინისტრო იმ ოჯახების სიას გამოაქვეყნებს, ვინც ბინას ახლადაშენებულ კორპუსებში მიიღებს.
ვიცე გუბერნატორმა დევნილებს ახალი ბინების გადაცემა მიულოცა და აღნიშნა, რომ მათ 22 წლიან ტანჯვას წერტილი დაესმევა და ცხოვრებისთვის ღირსეული პირობები შექმნებათ.
წელს 2 460 დევნილი ოჯახისთვის ზუგდიდში ბარამიას ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსების აშენება დაიწყება. დევნილებისთვის კორპუსების მშენებლობა ზუგდიდის მუნიციპალიტეტ სოფელ ინგირშიც იგეგმება.უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.


მასალის გამოყენების პირობები