რუბრიკები
კახი კალაძე ენგურჰესის აღდგენას აფხაზებთან ერთად გეგმავს
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ ენგურჰესის აღდგენის აუცილებლობაზე ისაუბრა. ის აფხაზურ მხარესთან გეგმავს მოლაპარაკებებს. წერს «Абхазский узел». "ენგურჰესზე ხუთი აგრეგატია, ოთხი მათგანი მთლიანად რეკონსტრუირებული და აღდგენილია, მეხუთეზე ამჟამად მიმდინარეობს სამუშაოები ", - განაცხადა მინისტრმა და დასძინა, რომ მის გეგმებში ასევე აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ვარდნილჰესების აღდგენა შედის. 2008 წლის 30 დეკემბერს, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსა და ენერგომკომპანია "Интер РАО ЕЭС"–ს შორის ენგურჰესის ეფექტური ექსპლუატაციის საკითხებზე ურიერთგაგების მოემორანდუმი გაფორმდა. მაშინ ვარაუდობდნენ, რომ შესაბამისი შეთანხმება ენგურჰესის ერთობლივი მართვის შესახებაც შედგებოდა, თუმცა  ეს პროექტი განუხორციელებელი დარჩა, აღნიშნავს აფხაზური ინტერნეტ-გამოცემა. კახი კალაძე, 2012 წლის ოქტომბერში, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ენერგეტიკის მინსტრობის კანიდიდატი იყო, ამბობდა, რომ  მემორენდუმი „უნდა გადაიხედოს“. თავად სადგური და ასევე ოთხი ვარდნილჰესი, გალის რაიონის სოფელ საბერიოშია განლაგებული, კაშხალი კი საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, – წერს «Абхазский узел» . abhaz-uzel
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.