რუბრიკები
ჩეჩენი მწერალი ჯეიმს კემერონს პლაგიატში ადანაშაულებს
ჩეჩენი მწერალი რუსლან ზაკრიევი „ავატარის“ რეჯისორს ჯეიმს კემერონს პლაგიატში ადანაშაულებს. ის სასამართლოში ჩივილსაც აპირებს. ზაკრიევი ამტკიცებს, რომ კემერონმა „ავატარის“კინოსცენარის საფუძვლად მისი რომანი „საიდუმლო იარაღი“ გამოიყენა. მისი თქმით ნაწარმოები ერთ-ერთ ინტერნეტ-საიტზე 2002 წელს გამოქვეყნდა, ფილმი კი ეკრანებზე 2009 წელს გამოვიდა. „ერთი მილიარდი დოლარი იმ სამი მილიარდიდან, რომელიც კემერონმა გამოიმუშავა, ჩვენ უნდა მოგვცეს. მე კინოსტუდიის შექმნა და ფილმების გადაღება მსურს, ბევრი ნაწარმოები მაქვს, კინოსტუდია კი - არა“, - აღნიშნა ზაკრიევმა. მან კემერონს რამდენიმე წერილიც გაუგზავნა. მწერლის ადვოკატმა რეჟისორის საპასუხო წერილების შესწავლის შემდეგ განაცხადა, რომ სასამრთლო განხილვა შესაძლოა დიდხანს გაგრძელდეს. „კემერონმა თქვა, რომ აშშ-ში ათამდე სხვადასხვა ავტორი აცხადებს, რომ „ავატარის“ სცენარი მოპარულია და რომ ზაკრიევს რიგში ჩადგომა მოუწევს“, - განაცხადა მწერლის ადვოკატმა. „ავატარის“ პრემიერა 2009 წლის 10 დეკემბერს ლონდონში შედგა. ფილმმა საოცრად მოკლე დროში წარმოუდგენელი მოგება ნახა და მსოფლიოს ყველა დროის მაღალშემოსავლიან ფილმთა სიაში პირველი ადგილი დაიკავა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.