Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/01/d4b1056d4c80.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

რუბრიკები
ზუგდიდის #4 საპყრობილეში უკანონოდ დამონტაჟებული ვიდეოჩამწერი აპარატურა აღმოაჩინეს
სამართალდამცველებმა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში უკანონოდ დამონტაჟებული ფარული მოსასმენი და ვიდეოჩამწერი აპარატურა აღმოაჩინეს. დღეს, 29 იანვარს გამართულ ბრიფინგზე შინაგან საქმეთა მინისტრის პრესსპიკერმა, ნინო გიორგობიანმა განაცხადა, რომ ფარული მოსასმენი და ვიდეოჩამწერი აპარატურა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს, მთავარი პროკურატურის, ასევე სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს თანამშრომლებმა ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად აღმოაჩინეს. გამოძიების პროცესში გაირკვა, რომ საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში (მათ შორის, თბილისის №8 და №9, ბათუმის №3, ქუთაისის №2, გეგუთის №14 და ზუგდიდის №4 დაწესებულებაში) 2006-2010 წლების პერიოდში, შენობების მშენებლობისა და სარემონტო სამუშაოების ჩატარების დროს, უკანონოდ დამონტაჟდა ფარული მოსასმენი და ვიდეოჩამწერი აპარატურა, შესაბამისად, დანაშაული სისტემურად ორგანიზებულ ხასიათს ატარებდა. მისივე განცხადებით, დაწესებულებებში ჩატარებული ჩხრეკისა და დათვალიერების პროცესში, უკანონოდ დამონტაჟებული ფარული მოსასმენი და ვიდეოჩამწერი აპარატურის გარდა, გამომძიებლებმა სპეციალურ სათავსოს - ე.წ. "პულტების ოთახს" მიაკვლიეს, რომელიც მონაცემთა გაცვლისათვის საჭირო სპეციალური ტექნიკით იყო აღჭურვილი, რაც საშუალებას იძლეოდა ვიდეო და აუდიოკონტროლი დისტანციურად განხორციელებულიყო. როგორც გიორგობიანმა აღნიშნა, სიხლის სამართლის საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული საააგენტო იძიებს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.