რუბრიკები
პრეზიდენტის რეზიდენციასთან გაშლილ კარავში დევნილები მეცხრე დღეა ღამეს ათევენ
უკვე მეცხრე დღეა ზუგდიდში პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან გაშლილ კარავში დევნილები ღამეს ათევენ. მათი  ამჟამინდელი მოთხოვნა, თავიანთი საცხოვრებელი ფართების დაკანონებაა. დევნილებმა რადიო „ათინათთან“ საუბარში აღნიშნეს, რომ ისინი აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის ხელმძღვანელის, გია ბარამიასა და ზუგდიდის დევნილთა სამმართველოს ხელმძღვანელის ლევან მიქავას გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებენ. მათი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში ისინი ფართომასშტაბიანი აქციების გამართვით იმუქრებიან. შეგახსენებთ, ზუგდიდში, 21 იანვარს, მოძრაობა “ქალები მშვიდობისათვის„ ორგანიზებით პრეზიდენტის რეზიდენციის შენობასთან კარავი გაშალეს. ამ ფორმით აქციის მონაწილეები პრეზიდენტისგან რეზიდენციის სოციალურად დაუცველების და დევნილების მფლობელობაში გადაცემას ითხოვდნენ. „დაიცავი საქართველოს“ და მოძრაობა „ქალები მშვიდობისთვის“ წარმომადგენლებთან ერთად კარავში ყოფილი პოლიტექნიკური კოლეჯის შენობაში დროებით მცხოვრები დევნილები მოთავსდნენ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2025 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.