Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/01/IMG_7268.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/01/IMG_7268.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/01/IMG_7268.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/01/IMG_7268.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
რუბრიკები
წალენჯიხაში რაიონის პარტიული ყრილობა ჩაიშალა
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში პარტია „ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს“ ყრილობა ჩაიშალა. „ქართული ოცნების“ წევრებს შორის აზრთა სხვაობა იყო. მათი უმრავლესობა ბერდია კალანდიას კანდიდატურას და პარტიის ყრილობისთვის საჭირო ყველა პროცედურების ფარულად ჩატარებას აპროტესტებდა. როგორც რადიო „ათინათთან“ საუბარში ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლები აცხადებდნენ, მათ დღეს შეიტყვეს პარტიის ყრილობის შესახებ, მაშინ, როდესაც მთელი წინასაარჩევნო პერიოდი კოალიციის მხარდმჭერები იყვნენ. „ქართული ოცნების“ ერთ–ერთი წევრის პაატა სორდიას თქმით, ყრილობისთვის საჭირო ყველა პროცედურა უნდა ჩატარდეს გამჭირვალედ და პარტიის დელეგატებს უნდა მიეცეთ ობიექტური არჩევანის უფლება. „ბერდია კალანდიამ თხუთმეტი დღის განმავლობაში გააწევრიანა რამდენიმე ადამიანი, საიდანაც ის მიიღებდა 100 % გარანტიას რომ მას დაამტკიცებდნენ", - აცხადებს სორდია. ასევე მისი თქმით, უნდა შეიქმნას საინიციატივო ჯგუფი, სადაც ყველა სასურველ კანდიდატს შეეძლება კონფერენციაზე საკუთარი თავის წარდგენა და ეს იქნება სწორედ დემოკრატიული არჩევანი. წალენჯიხაში ასევე იმყოფებოდა „ქართული ოცნების“ ყოფილი მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი ნაჭყებია. ნაჭყებიას თქმით ბერდია კალანდია არის მისი მოყვანილი კადრი და ის მხარს უჭერს მის კანდიდატურას. ნაჭყებიამ, ყრილობის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი კი პროვოკაციად შეაფასა. რადიო „ათინათთის“ კითხვაზე ვინ უწევდა რეკომენდაციას ამ პოსტზე და მმართველ გუნდის წარმომადგენლებთან ჰქონდა თუ არა კონსულტაცია? – ბერდია კალანდიამ კითხვები უპასუხოდ დატოვა. პარტიული ორგანიზაციის თავმჯდომარის კანდიდატი, ბერდია კალანდია მედიასთან საუბარში აცხადებს, რომ ეს იყო ნაციონალების მიერ წინასწარ დადგმული პროვოკაცია. რაც შეეხება დელეგატებისთვის მანდატების დარიგებას, დააგვიანდათ და შესაბამისად დღეს დილიდან დაიწყეს, რამაც პარტიის დელეგატების ნაწილის გაღიზიანება გამოიწვია.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2025 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.