რუბრიკები
მსოფლიო ვარსკვლავები დოლჩე და გაბანას პროდუქციას აღარ იყიდიან
უკანასკნელი რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდება სკანდალი დოლჩე და გაბანას გარშემო. საქმე ეხება დიზაინერების მიერ მიცემულ ინტერვიუს, რომელშიც მათ ექსტრაკორპორალური განაყოფიერებით გაჩენილ ბავშვებს "სინთეტიკური" და "ხელოვნური" ბავშვები უწოდეს. "არანაირი ქიმიური შთამომავლობა და ნაქირავები საშვილოსნო, ცხოვრება ისე უნდა მიდიოდეს, როგორც მიდის. და არის რაღაცეები, რისი შეცვლაც არ შეიძლება",- ნათქვამია ინტერვიუში. დიზაინერების განცხადებას მთელ მსოფლიოში უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა. მომღერალმა ელტონ ჯონმა უარი თქვა მათ პროდუქციაზე და ყველას მოუწოდა იგივე გაეკეთებინა. დოლჩე და გაბანას წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიაში ელტონ ჯონის გარდა, რიკი მარტინი, შერი, ვიქტორია ადამსი, კორტნი ლავი და სხვა ცნობილი ადამიანებიც ჩაერთვნენ. შეგახსენებთ, რომ ინ ვიტრო ანუ ექსტრაკორპორალური განაყოფიერება არის უშვილობის მკურნალობის დამხმარე მეთოდი, რომლის დროსაც ქალისა და მამაკაცის სასქესო უჯრედების შერწყმა ხდება ორგანიზმის გარეთ, სინჯარაში, ხოლო ამგვარად მიღებული ემბრიონი ქალის საშვილოსნოში ინერგება. ამჟამად ეს მეთოდი მთელ მსოფლიოში უშვილობის მკურნალობის ყველაზე თანამედროვე და წარმატებულ მეთოდად მიიჩნევა. განაყოფიერების პროცესის გამოკვლევისა და ადრეული ემბრიონული განვითარების მოდელირებას მრავალი წლის განმავლობაში ცდილობდნენ. 1978 წელს ინგლისში გამოყვეს ერთი კვერცხუჯრედი, საშვილოსნოს ღრუში გადაიტანეს ერთი ემბრიონი, რის შედეგადაც განვითარდა ორსულობა და კემბრიჯის უნივერსიტეტის ფიზიოლოგიის განყოფილებაში გაჩნდა მსოფლიოში პირველი სინჯარის ბავშვი - ლიზა ბრაუნი. დღეს მას უკვე თავისი შვილი ჰყავს, რომელიც ბუნებრივი გზით არის ჩასახული. ამ პრობლემაზე მსოფლიოს მრავალი კლინიკა მუშაობს და მეთოდი წლიდან წლამდე იხვეწება.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.