Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/02/nona-ubilava.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

რუბრიკები
ნონა უბილავა: 380 საცხოვრებელი ბინის 20 ათას დევნილზე გადანაწილება შეუძლებელია
საქართველოს განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის დავით დარახველიძისა და გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შორის, რამდენიმე დღის წინ გამართულ შეხვედრაზე იძულებით გადაადგილებული პირებისთვის ზუგდიდში, საცხოვრებელი კორპუსების აშენება გადაწყდა. მშენებლობას გერმანიის მთავრობა დააფინანსებს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად დევნილებისთვის ზუგდიდში 8 კორპუსი უნდა აშენდეს. რადიო „ათინათი“ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სამეგრელო–ზემო სვანეთში ლტოლვილთა სამინისტროს ხელმძღვანელს ლევან მიქავას დაუკავშირდა. მიქავას განცხადებით მშენებლობა თბილსის ქუჩაზე დაიწყება და საცხოვრებელი ფართით, ყველა ის დევნილი დაკმაყოფილდება, რომელიც სახელმწიფოსგან ფართის გამოყოფას ელოდება. ლევან მიქავა ასევე დასძენს, რომ  სამშენებლო სამუშაოების დაწყების ზუსტი დრო ჯერ–ჯერობით უცნობია. რადიო „ათინათს“ ორგანიზაციის „დევნილი ქალები საკუთარი უფლებებისთვის“ წარმომადგენელმა ნონა უბილავამ განუცხადა, რომ იგეგმება 380 საცხოვრებელი ბინის მშენებლობა მაშინ, როდესაც საცხოვრებლის გარეშე დარჩენილი დევნილების რაოდენობა 20 000 შეადგენს. მისივე განცხადებით იგი დევნილებს შეხვდა და ყველა მათგანი თბილისის ქუჩაზე მშენებლობის დაწყებას ელოდება. „ეს არის ძალიან დიდი შეცდომა. მათ დრო გაჰყავთ და ამ დროის განმავლობაში რომ არ იყოს ზედმეტი ხმაური ამიტომ აცხადებენ, თითქოს ყველა დევნილი დაკმაყოფილდება. ფიზიკურად შეუძლებელია 20 000 დევნილზე 380 ბინის გადანაწილება“–აცხადებს ნონა უბილავა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2025 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.