ზუგდიდში ყინულის მოედნის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დასრულდა
17:17 / 26.03.2015
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი გოგოხიამ, ვიცე-მერ გია გულორდავასა და მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად ყინულის სასახლის მშენებლობის პირველი ეტაპზე შესრულებული სამუშაოები დაათავალიერეს. მოცემული სამუშაოების ფარგლებში მოეწყო გასახდელი ოთახები, სველი წერტილები, ყინულის საწმენდი მანქანის სადგომი. მოხდა მოედნის შემინვა. დაყენებულ იქნა ყინულის ფენა. ჩატარდა ყინულის სახლის მიმდებარე ტერიტორიის მოხრეშვა და შემოღობვა.ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის ირაკლი გოგოხიას თქმით, ამჟამად მშენებლობის მეორე ეტაპის პროექტირება მიმდინარეობს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები