Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/02/images1.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/02/images1.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/02/images1.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/02/images1.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
რუბრიკები
ზუგდიდის „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ოფისმა 2012 წლის ანგარიში წარადგინა
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ზუგდიდის ოფისმა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მომხდარი საკადრო ცვლილებების, ასევე 2012 წელს სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში საჯარო მოხელეებზე გაცემული ხელფასებისა და პრემიების შესახებ ინფორმაცია გაასაჯაროვა. როგორც რადიო „ათინათს“ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ზუგდიდის ოფისის კოორდინატორმა, მალხაზ ჭკადუამ განუცხადა, საპარლამენტო არჩევნების შემდგომ მთელი ქვეყნის მასშტაბით საჯარო სამსახურებში საკადრო ცვლილებები მიმდინარეობს და ამ მხრივ გამონაკლისს არც სამეგრელოს რეგიონი წარმოადგენს. წარმოდგენილი მონაცემების თანახმად, 2013 წლის 11 იანვარს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის მოადგილემ მერაბ ქვარაიამ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. მისი გადაწყვეტილების საფუძველი გახდა ის გარემოება, რომ მერაბ ქვარაია განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის არის ნასამართლევი. 2012 წლის ნოემბრისა და დეკემბრის თვეში შინაგან საქმეთა სამინისტრომ საპატრულო დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს 27 თანამშრომელი პირადი განცხადების საფუძველზე კადრების მთავარი სამმართველოს განკარგულებაში გადაიყვანა.“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ წარმომადგენლებს პოლიციელებმა განუცხადეს, რომ განცხადება ზეწოლის გამო დაწერეს, ხოლო კადრების განყოფილებაში მათი გადაყვანის მიზეზად პოლიტიკური მოტივი დაასახელეს. რაც შეეხება ხელფასებისა და პრემიების მონიტორინგის შედეგებს: „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ზუგდიდის ოფისის მიერ გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის თანახმად, სამეგრელო-ზემო სვანეთის ადმინისტრაციამ თანამშრომლებზე ხელფასის სახით 7 მილიონ ლარზე მეტი გასცა, მათ შორის 2 მილიონ ლარზე მეტი პრემიაა. სპეციალურ ანგარიშში ასევე მოხდა, ინფორმაცია,ზუგდიდში ანდრია დადიანის ძეგლის დადგმისთვის გამოყოფილი თანხის შესახებ. მუნიციპალიტეტის გამგეობამ „საერთასორისო გამჭვირვალობა-საქართველოს ზუგდიდის“ ოფისს ვერ დაუსაბუთა, თუ რატომ არის პრიორიტეტული 200 ათასი ლარის გამოყოფა ძეგლის დასამონტაჟებლად, როდესაც 2013 წლის ბიუჯეტით, უფასო სასადილოებზე 90 ათასი ლარია გამოყოფილი.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2025 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.