რუბრიკები
ანტონიო ბანდერასმა თავისი მეგობარი ქალი ოჯახის წევრებს გააცნო
ჰოლივუდის მსახიობმა ანტონიო ბანდერასმა თავისი მეგობარი ქალი ნიკოლ კემპელი ნათესავებს გააცნო. ცნობილია, რომ ესპანელი მსახიობი და რეჟისორი საქველმოქმედო ფონდის Fundacion Lagrimas y Favores-ის დამფუძნებელია. ფონდი კიბოთი დაავადებულ ადამიანებს ეხმარება, ასევე სტიპენდიებს ურიცხავს ესპანელ სტუდენტებს, რომლებიც აშშ-სა და კანადაში სწავლობენ. ამ დღეებში ანტონიო თავის მშობლიურ ქალაქ მალაგაში გაემგზავრა, რათა წინასააღდგომო დღესასწაულისას მონაწილეობა მიეღო ყოველწლიურ პროცესიაში, რომელსაც ფონდი მართავს. ახლა ესპანეთში წინასააღდგომო წმინდა კვირეულია, მორწმუნეები ტაძრებში დადიან და ლოცულობენ. მსახიობმა გადაწყვიტა მალაგაში ყოფნისას თავისი მეგობარი ქალი - ჰოლანდიელი ბანკირი ნიკოლ კემპელი მშობლებისთვსი გაეცნო. ანტონიომ 34 წლის ნიკოლი მშობლებსა და ძმას ფონდის მიერ გამართულ საღამოზე წარუდგინა. ბანდერასი ჯერჯერობით შესაძლო ქორწინების შესახებ გავრცელებულ ინფორმაცაზე, კომენტარს არ აკეთებს. შეგახსენებთ, რომ ანტონიო ბანდერასი 18-წლიანი ქორწინების შემდეგ, მელანი გრიფიტს 2014 წელს გაშორდა. განქორწინების ინიციატორი მელანი იყო. მათ ერთი ქალიშვილი, სტელა, ჰყავთ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.