რუბრიკები
საფრანგეთში ზედმეტად გამხდარი მოდელები პოდიუმს ჩამოაშორეს
საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც სამოდელო სააგენტოების მიერ ზედმეტად გამხდარი მოდელების აყვანას კრძალავს. როგორც BBS-ი იუწყება, საკანონმდებლო ინიციატივით პარლამენტის ქვედა პალატას საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტრომ ცოტა ხნის წინ მიმართა. ამიერიდან სამოდელო სააგენტოებმა უნდა შეამოწმონ გოგონების წონისა და სიმაღლის თანაფარდობა, რათა დარწმუნდნენ, რომ მოდელის სხეულის მასის ინდექსი დადგენილ ნიშნულზე დაბალი არ არის. კანონის დარღვევისთვის სამოდელო სააგენტოებს ექვსთვიანი პატიმრობა და 75 000 -ევროს მოცულობის ჯარიმის გადახდა ემუქრებათ. სამოდელო სააგენტოების ეროვნული კავშირის წევრების აზრით, მსგავსი ზომები სამოდელო ბიზნესს დიდ ზიანს მიაყენებს. უნდა ითქვს, რომ მსგავსი კანონები მოქმედებს ესპანეთში, იტალიაში, ბელგიაში, ჩილესა და ისრაელში. უნდა აღინიშნოს, რომ საფრანგეთი ასევე აპირებს იმ საიტების აკრძალვას, რომლებიც ზედმეტი სიგამხდრისა და ანორექსიის პროპაგანდას ეწევიან. პარიზის სამოდელო სააგენტოს ხელმძღვანელის მარი ჟერალდის თქმით, არ შეიძლება ანორექსიისა და ბუნებრივი სიგამხდრის ერთმანეთში არევა. მისივე თქმით, არსებობენ გოგონები, რომლებიც უხვი საკვების მიღების მიუხედავად წონაში არ იმატებენ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.