რუბრიკები
შშს-მ სოფელ ჩხორიაში მომხდარი ყაჩაღობა გახსნა
სამართალდამცავებმა წარსულში ყაჩაღობისა და ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი რომან ა. ყაჩაღობის ბრალდებით წალენჯიხის რაიონის სოფელ ლიაში დააკავეს. შს სამინისტროს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ რომან ა. მიმდინარე წლის 20 მარტს, საღამოს საათებში, თანმხლებ პირებთან ერთად, ცეცხლსასროლი იარაღით თავს დაესხა ზუგდიდის რაიონის სოფელ ჩხორიაში მცხოვრები თეიმურაზ თ-ს ოჯახს. თავდამსხმელებმა იარაღის მუქარით გაიტაცეს სხვადასხვა დასახელების საოჯახო ნივთები, ოქროული და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. "სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას თეიმურაზ თ-ს სახლიდან გატაცებული ჯიბის საათი, ხოლო მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას - ნაყაჩაღარი ნივთების ნაწილი და დანაშაულის ჩადენის იარაღი - გადაჭრილი თოფი, ე.წ. აბრეზი ნივთმტკიცებად ამოიღეს. ფოთში მდებარე ლომბარდიდან კი ამოღებულია ყაჩაღობისას მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული ოქროსა და ვერცხლის სხვადასხვა ნაკეთობა. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. ყაჩაღობაში მონაწილე სხვა პირების დადგენა-დაკავების მიზნით ამ დროისთვის მიმდინარეობს ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებები", - ნათქვამია უწყების განცხადებაში. გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მიმდინარეობს. შეგახსენებთ, 20 მარტს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიაში თორდიების ოჯახს თავს 5 ნიღბიანი შეიარაღებული პირი დაესხა. ოჯახის წევრები აწამეს, სახლიდან ძვირფასი ნივთები გაიტაცეს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
07 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.