იტალიურმა მოდის სახლმა Roberto Cavalli-მ სადებიუტო საშინაო კოლექცია შექმნა, რომლის პრეზენტაციაც მილანში Salone del Mobile-ს გამოფენაზე მოეწყო.
კოლექცია საწოლის თეთრეულისგან, ბალიშებისგან, პლედებისგან, ხალიჩებისგან, შანდლებისგან და სხვა ორიგინალური ნივთებისგან შედგება.
როგორც დიზაინერი აცხადებს, კოლექცია საკმაოდ ძვირადღირებული გამოუვიდა, მაგრამ ამას იმით ხსნის, რომ მისი შექმნის დროს იგი იმ ადამიანებზე ფიქრობდა, ვინც ამ ნივთებს გამოიყენებდა და მათი მოდის ტენდენციებზე დამოკიდებულებასა და ცხოვრების წესს ითავლისწინებდა.
მასალის გამოყენების პირობები