Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/02/223412_266118436854684_1905784786_n.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

რუბრიკები
ზუგდიდში რეგიონული განვითარების რეფორმაზე იმსჯელეს
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლებმა, მინისტრის პირველი მოადგილის თენგიზ შერგელაშვილის ხელმძღვანელობით დღეს ზუგდიდში სამუშაო შეხვედრა გამართეს. შეხვედრა, სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში, სამინისტროს მიერ შემუშავებული რეგიონული განვითარების რეფორმის მხარდაჭერის ფარგლებში გაიმართა. შეხვედრას სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი თენგიზ გუნავა ესწრებოდა. აქვე იმყოფებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები. UNDP-ისა და GIZ-ის ადგილობრივი ექსპერტები. შეხვედრაზე რეგიონული განვითარების სტრატეგიის მომზადების პროცედურებზე ისაუბრეს. რეგიონის განვითარების სტრატეგიაზე სამინისტროს წარმომადგენელმა კოტე ხმალაძემ განაცხადა, რომ რეგიონში აუცილებელია აგრარული სექტორის განვითარება, სოციალური საკითხებისთვის ყურადღების დათმობა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა. ასევე მიგრაციული პროცესების ანალიზი და მცირე ბიზნესის განვითარება. აქვე გამოკვეთა რეგიონული განვითარების საბჭოს სამუშაო ჯგუფების ახალი შემადგენლობის შექმნის აუცილებლობა. ჯგუფის ხელმძღვანელად გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ედიშერ თოლორაია შეირჩა, რომელიც შეხვედრას არ დასწრებია. შეხვედრაზე პრიორიტეტული პროექტების სახით 3 მიმართულება განისაზღვრა: სოფლებში წყლის პრობლემის მოგვარება, გზების ინფრასტრუქტურა და ნაპირსამაგრითი სამუშაოების ჩატარება. მინიტრის პირველმა მოადგილემ თენგიზ შერგელაშვილმა მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ საქართველოში 2013 წელს 180 მილიონი ინფრასტრუქტურული პროექტი მხოლოდ სამინისტროს ხაზით განხორციელდება. მან ასევე ლაზიკის თემაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ლაზიკის როგორც ქალაქის მშენებლობა პრიორიტეტებში არ შედის, მაგრამ ადგილზე ნავსადგურის მშენებლობის პროექტი შეიძლება განხილულ იქნას. შეხვედრის შესახებ კომეტარი გააკეთა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბრენატორმა თენგიზ გუნავამ. მან რეგიონული შეხვედრა დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ ანაკლიის საკითხი შესწავლის პროცესშია.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2025 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.