რუბრიკები
Nissan-მა ხუთი ახალი ავტომობილი ერთ კლიპში წარმოადგინა
იაპონელმა მწარმოებელმა, რომელიც ბოლო მოდელების ტიზერების გავრცელების პრაქტიკას მისდევს, სატელევიზიო ვიდეორგოლი მოამზადა, რომელშიც 5 ახალი მოდელი მონაწილეობს. ვიდეოკლიპის ბოლოს, რომელიც ფართო ეკრანებზე ჯერ არ გამოსულა, Nissan-მა მხოლოდ ერთ მოდელს ახადა საიდუმლოების ფარდა - ესაა სედან Altima-ს ახალი თაობა, რომლის პრემიერაც გასულ კვირაში ნიუ-იორკში გაიმართა. დანარჩენ მოდელებს კომპანია საზოგადოებას უახლოესი 15 თვის განმავლობაში წარუდგენს. გამოცემა Car and Driver-ის შეფასებით, Altima-სთან ერთად „ფილმში“ მონაწილეობენ ასევე ახალი კროსოვერის Pathfinder-ის სასაქონლო ვარიანტი, Tiida-ს მემკვიდრე, Sunny-ს მოდერნიზებული ვერსია და კომპაქტური, „პარკეტის“ Rogue-ის შემცვლელი. სავარაუდოდ, ამ ოთხეულიდან პირველად Pathfinder-ის დებიუტი შედგება, რომლის პროტოტიპიც ავტომოყვარულებმა წლის დასაწყისში, დეტროიტის გამოფენაზე ნახეს. კროსოვერის მახასიათებლებს მწარმოებელი არ ასახელებს, თუმცა აღნიშნავს, რომ ის წინამორბედთან შედარებით 25%-ით ეკონომიურია.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.