სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მიერ გაკეთებულ საჯარო განცხადებას ნარაზენში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, - „ეს იყო მთავრობიდან მართული ქმედება“, მოძრაობა „ ქალები მშვიდობისათვის“, ლალი ანთია და „დაიცავი საქართველოს“ წარმომადგენელი კახა მიქაია პასუხობენ.
ლალი ანთიას თქმით ის არავისგანაა მართული და დასძინა, რომ წლების წინ იმიტომ დააკევეს, რომ სააკაშვილი ვერ მართავდა მას. ანთიამ ასევე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს მიმართა, რომ დააკონკრეტოს თუ რატომ გამოუშვა თვის დროზე ის ციხიდან.
„გუნავას რატომ დასჭირდა ამაზე ლაპარაკი, როცა მიშა არ ლაპარაკობს ამას. მიშას ეშინია ჩემი. მიშა არის თავისი მეგობრის მკვლელი. მე წაქცეულებს არ ვებრძვი ეს არ არის ჩემი წესი. ახლა რახან მწყობრიდან გამოვყავარ ვიტყვი რომ გუნავა იყო ნომერ პირველი ზონდერი და ახლაც სააკაშვილის დავალებას ასრულებს. სისხლის სამართალში მიცემული ადამიანი გუბერნატორად რომ ზის ზუგდიდში. ხვალ გავაკეთებ საჯარო განცხადებას და ვეტყვი გუნავას, რატომ დამიჭირა მიშამ და რატომ გამომიშვა“,- განუცხადა ჟურნალისტებს ლალი ანთიამ.
თავის მხრივ „დაიცავი საქართველოს“ წარმომადგენელი კახა მიქაია აცხადებს, რომ „დღეს გუნავამ დაადასტურა, რომ პრეზიდენტი გაიქცა. პრეზიდენტს ხალხთან შეხვედრის შეეშინდა. ხოლო რაც შეეხება ჩემს კრიმინალობას, ეს სასაცილოა. გუნავამ საკუთარ თავს მიხედოს, ის არის კრიმინალი, ის ადგებოდა მაჟორიტარებს თავზე იარაღით და იარაღის მუქარის ქვეშ მბრძანებლობდა, რომ მათ კანდიდატურა მოეხსნათ. გუნავა იყო ხე-ტყის ბიზნესში და გუნავა ესროდა საკუთარ მძღოლს“, - აღნიშნა კახა მიქაიამ.
მასალის გამოყენების პირობები