17 თებერვალს ს.ს. "ენერგო-პრო-ჯორჯია"-ს დასავლეთ საქართველოს რეგიონული ფილიალის ზუგდიდის მომსახურეობსი ცენტრის 29680 აბონენტს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.
რადიო "ათინათს" კომპანიიდან აცნობეს, რომ "ენერგო-პრო-ჯორჯია"-ს ტექნიკური სამსახურის მიერ 11:00 დან 18:00 საათამდე გეგმიურ სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებით 110/35/6 კილოვოლტის ქვესადგურ "ზუგდიდი-I"-ში 110 კილოვოლტიანი ძალოვანი ტრანსფორმატორი გამოირთვება. არნისნული სარემონტო სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიწოდება ზუგდიდის მომსახურეობის ცენტრში შემავალი სოფლების: ნარაზენი, ყულიშკარი, ცაიში, მეფრინველეობა, კახათი, დარჩელისა და ზედა ეწერის 20748 აბონენტს და ქალაქის 8932 აბონენტს შეეძღუდება.
ძაბვის გარეშე დარჩება ასევე ხეთა-წევა, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება ხობის მომსახურეობის ცენტრის 1541 აბონენტს შეუწყდება.
ზემოთ მითითებულ საათებში ელ.ენერგიის მიწოდება არ შეეზრუდებათ სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტებს.
"ს.ს "ენერგო-პრო-ჯორჯია"-ს რეგიონული ფილიალის ტექნიკური სამსახური პროფილაქტიკურ სამუშაოებს ინტენსიურად აწარმოებს. ზაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელ.ენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ,"-იუწყება "ენერგო-პრო-ჯორჯია-ს რეგიონული ფილიალი.
მასალის გამოყენების პირობები