14 თებერვალს დაახლოებით 21.00 საათზე ხობის მუნიციპალიტეტის საჯიჯაოს თემის ტყეში ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი მოედო თხილნარებსა და ჩაის პლანტაციებს, რომელმაც დაახლოებით 50 ჰექტარი მიწის ნაკვეთი გადაწვა. მობილიზებული იყვნენ ხობის, სენაკის, ზუგდიდისა და ჩხოროწყუს სახანძრო სამაშველო ბრიგადები. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი კახაბერ ბენიძე, გამგებლის მოადგილეები მახარე ჩოკორაია და როსტომ კილასონია. ხანძარი გვიან ღამით 03:30 საათზე იქნა ლიკვიდირებული. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროს ხობის რაიონული სამმართველო აწარმოებს.
მასალის გამოყენების პირობები