რუბრიკები
ანაკლიის პორტის ტენდერში 7 კონსორციუმიდან 2 დარჩა

ეკონომიკის მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ანაკლიის პორტის ტენდერი დასრულების ეტაპზეა. მოლაპარაკებები 7 სექტემბერს დასრულდება, გამარჯვებული კონსორციუმი კი 21 სექტემბერს გამოვლინდება.

“დღეს ჩვენ გვყავს ორი კონსორციუმი, რომლებთანაც შევდივართ პირდაპირ მოლაპარაკებებში. ვმუშაობთ კონტრაქტის საბოლოო ვარიანტზე. რაც შეეხება ინვესტირების პროცესს აქ არის სამი საბოლოო ფაზა. შვიდი მონაწილე დავიდა ორამდე და ამას აქვს რამდენიმე მიზეზი. ადგილი ჰქონდა მონაწილეების გაერთიანებას ერთ კონსორციუმში. ისინი უკვე ახალი კონსორციუმის სახით დარჩნენ შემდეგ ეტაპზე. ზოგიერთ შემთხვევაში იყო მოთხოვნა სახელმწიფოს მხრიდან ინვესტირებაზე, რასაც ჩვენ არ დავეთანხმეთ, გამომდინარე იქიდან რომ ეს არ იყო გათვალისწინებული ინტერესთა გამოხატვის საწყის ეტაპზე. ასევე ჩვენ გვყავს კერძო კომპანიები უკვე წარმოდგენილი საქართველოს საპორტო ბიზნესში და ჩვენ არ გვქონდა სურვილი სახელმწიფო ფულით გაგვეწია კონკურენცია კერძო კომპანიებისთვის”, – განაცხადა მინისტრმა.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
31 / ივლისი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2026 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.