რუბრიკები
სამეგრელოში თხილის მავნებლებთან ბრძოლა დაიწყო
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონულმა სამმართველომ თხილის ტკიპასთან და მავნებელ ხარაბუზასთან ბრძოლა დაიწყო. სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა და შხამქიმიკატები, რათა მავნებელის განადგურება დროულად მოხდეს. მათივე ცნობით, მასშტაბური კამპანია დღეს სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი სენაკის თხილის პლანტაციებიდან დაიწყო, ხვალიდან კი შეწამლის პროცესი მთელი რეგიონის მასშტაბით დაიწყება. მოსახლეობამ შესაწამლი პრეპარატებისა და შესაბამისი ტექნიკის მოთხოვნით ადგილობრივ გამგეობებს და სოფლის რწმუნებულებს უნდა მიმართოს, რის შემდეგაც ტექნიკა გამოიყოფა. შეწამლის პროცესის დაწყებას სენაკში სოფლის მეურნეობის რეგიონული სამმართველოს უფროსი და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი და მოადგილე დაესწრნენ. ხარაბუზა და თხილის ტკიპა ფერმერებს ბოლო წლებია პრობლემას უქმნის, მავნებელი განსაკუთრებით წელს მომრავლდა. ხარაბუზა ახმობს თხილის ნარგავებს, ტკიპა კი თავად თხილის ნაყოფს ადრეულ სტადიაზე ანადგურებს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.