რუბრიკები
ნინა სუბლატი ევროვიზიის ფინალშია
ავსტრიის დედაქალაქ ვენაში ევროვიზიის სასიმღერო კონკურსის პირველი ნახევარფინალი გაიმართა. შედეგების თანახმად, საქართველოს წარმომადგენელი ნინა სუბლატი ფინალში გავიდა. თხუთმეტი ქვეყნის წარმომადგენელთან ერთად, ნინა სუბლატი მაყურებლის წინაშე პირველ ნახევარფინალურ ტურში მე-16 ნომრად წარსდგა, სიმღერით Warrior. ევროვიზიის მეორე ნახევარფინალი 21 მაისს გაიმართება, ხოლო ფინალი - 23 მაისს. 21 მაისს ნინა სუბლატი მიწვეულია BBC-ის პირდაპირ ეთერში, სადაც ის ცნობილ ბრიტანელ კომენტატორებთან ერთად წაიყვანს და შეაფასებს ევროვიზიის მეორე ნახევარ ფინალს. ნახევარფინალში სულ 16 კონკურსანტი მონაწილეობდა. მათგან ათი ფინალშიც იმღერებს. ფინალისტები ჟიურიმ და მაყურებლებმა გამოავლინეს. BBC Eurovision-ის შეფასება: "სამეფო კარის თამაშების ყვავების არმიამ დღეს თავისი ახალგაზრდა წარმომადგენელი იხილა" BBC ამავე თემაზე : რადიო ,,ათინათი” ნინა სუბლატს ვენაში დაუკავშირდა
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
31 / ივლისი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2026 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.