სოფელ პატარა ფოთში ადგილობრივი მამუკა ხურცილავა სამმა პირმა სცემა
11:35 / 20.05.2015
ხობის რაიონის სოფელ პატარა ფოთში ადგილობრივი მცხოვრები მამუკა ხურცილავა სამმა უცნობმა პირმა სცემა. შემთხვევა წუხელ გვიან ღამით მოხდა. დაზარალებული მამუკა ხურცილავა განმარტავს, რომ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს უცნობმა პირებმა დაუძახეს, ობიექტიდან გამოსვლისა და მათთან მიახლოებისთანავე კი ფიზიკურად გაუსწორდნენ და მხარი დაუდგენელი საგნით დაუზიანეს. "ჩემთვის უცნობი ადამიანები მოვიდნენ და მცემეს. დაზიანებები მაქვს სახისა და მკლავის არეში. მეუბნებოდნენ, რომ პოლიტიკური შეხედულებებისგან თავი შემეკავებინა. მოვითხოვ ობიექტურ გამოძიებას. რამდენიმე დღის წინ შევხვდი პატარა ფოთის ყოფილ გამგებელსა და პოლიციის უფროსს. თავდამსხმელებმა ეს შეხვედრაც შემახსენეს. ასევე დამემუქრნენ, რომ ეს არაფერია, რადგან სახლში ორი ბიჭი გეზრდებაო", - აღნიშნა მამუკა ხურცილავამ.მამუკა ხურცილავა მომხდარს მის პოლიტიკურ შეხედულებებს უკავშირებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმე ცემის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით აღიძრა. ხურცილავა წუხელ ჯერ ხობის, შემდეგ კი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები