რუბრიკები
სტაფილოს ტორტი არაჟნის კრემით
ცომისთვის: ფქვილი - 3 ჭიქა შაქარი - 2 ჭიქა მარილი - 1 ჩ.კ. გამაფხვიერებელი 1,5 ჩ.კ. დაფქული დარიჩინი - 1ჩ.კ. მცენარეული ზეთი - 1,25 ჭიქა პატარა ფორთოხლის წვენი კვერცხი - 4 ც. ვანილის ესენცია - 1.ჩ.კ. კონიაკი - 4 ს.კ. გახეხილი სტაფილო - 2 ჭ კრემისთვის: არაჟანი 25 %-იანი - 400 მლ შაქარი - 1 ჭ ვანილის ექსტრაქტი 1ჩ.კ. ნაღების გამასქელებელი - 1 შეკვრა 1. ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. 23 სმ დიამეტრის ფორმას წაუსვით ცხიმი. 2. სტაფილო გარეცხეთ, გაასუფთავეთ და სახეხზე გახეხეთ. 3. მშრალი ინგრედიენტები ჩაყარეთ ჯამში. დაამატეთ ზეთი, კვერცხი და ვანილი. კარგად აურიეთ, დაუმატეთ სტაფილო, ფორთოხლის წვენი. სურვილისამებრ ცომს შეგიძლიათ შეურიოთ მოხალული ნიგოზი, ანანასის ცუკატები ან ქოქოსის ფანტელი. 4. ცომი გაყავით 2 ნაწილად. საშუალო ცეცხლზე გამოაცხეთ 45-50 წუთის განმავლობაში. ტორტის გამომცხვარი ფენები გააციეთ და დანამეთ კონიაკით. 5. კრემისთვის ყველა ინგრედიენტი ათქვიფეთ, შაქარი კარგად უნდა გაიხსნას. ფენებს წაუსვით კრემი.ზემოდან მოაყარეთ ჩამოჭრილი ფირფიტების ნაფხვენები ან ქოქოსის ფანტელი.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.