რუბრიკები
"კვლევების ცენტრმა" ზუგდიდის მერიის მიერ განხორციელებული შესყიდვების კვლევის პრეზენტაცია გამართა
ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ა/ო „სამოქალაქო მონიტორინგისა და კვლევების ცენტრმა“ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა საქმიანობისა და მუნიციპალიტეტების მიერ განხორციელებული შესყიდვების შესახებ კვლევა და კვლევის შედეგები წარმოადგინეს. ორგანიზაციის ხელმძღვანელის გურამ ჩიხლაძის განცხადებით, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიერ დღიდან მისი დაარსებისა სულ 71 ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა, რომელთაგან 48 მიმდინარეა, 15 წარმატებით განხორციელებული, 8 ტენდერი კი არ შედგა. კვლევის მიხედვით, მუნიციპალიტეტის მიერ გამარტივებული წესით საქონელი და მომსახურება 127-ჯერ იქნა შესყიდული, მათ შორის ისეთებიც, რომელთა ღირებულება რამდენიმე ათეულ ათასს შეადგენს. მონიტორინგში მოხვდა ასევე რესტორნისა და კვების მომსახურების შესყიდვები, რომელიც 9 ჯერ განხორციელდა და რომლის მომსახურებამ 17 150 ლარი შეადგინა. ერთ-ერთი ასეთი შესყიდვა განხორციელდა საქართველოს მთავრობის 2 წლისა და სახელმწიფო-რწმუნებულის გუბერნატორის ერთი წლის ანგარიშის პრეზენტაციაზე მოწვეული სტუმრებისთვის ვახშმის მოსაწყობად, რომელიც 1500 ლარი დაჯდა. სამოქალაქო მონიტორინგისა და კვლევების ცენტრის ხელმძღვანელისთვის გაუგებარია თუ რატომ იქნა შესყიდული მუნიციპალიტეტის თანხებით მომსახურება, მაშინ როცა როგორც საქართველოს მთავრობას, ასევე რეგიონის გუბერნატორის აპარატს თავადვე შეეძლოთ საკუთარი სახსრებით აღნიშნული ხარჯის გაწევა. კვლევაში ასევე მოხვდა მერიის მიერე გამოცხადებული ტენდერი სამშენებლო სამონტაჟო სამუშაოების შესახებ. კვლევის თანახმად, სამივე შემთხვევაში მუნიციპალიტეტის მიერ იდენტური მომსახურება იქნა შესყიდული ქალაქ ზუგდიდის რამდენიმე ქუჩაზე გარეგანათების მოსაწყობად. კვლევის ავტორებისთვის გაუგებარია პოზიცია თუ რატომ მიიღო მუნიციპალიტეტმა ერთი სახის მომსახურების სამ შესყიდვად დაყოფის გადაწყვეტილება. მონიტორინგის დასკვნის თანახმად, არც ერთ დასახელებულ შემთხევაში კანონი არ დარღვეულა, თუმცა რეკომენდაციის სახით მოუწოდებენ ადგილობრივ თვითმმართველობას მაქსიმალურად შეიკავონ თავი საქონლისა და მომსახურების გამარტივებული წესით შესყიდვისგან.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.