”ფორბსმა” მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ქალები დაასახელა
13:21 / 27.05.2015
ჟურნალ "ფორბსის" გამოკითხვის თანახმად, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ზედიზედ მეხუთე წელია, მსოფლიოს ყველაზე გავლენიან ქალებს შორის ლიდერობს. ჟურნალმა 100 ყველაზე გავლენიანი ქალის რეიტინგი გამოაქვეყნა. რეიტინგის მიხედვით, მეორე ადგილს აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატი ჰილარი კლინტონი იკავებს, რომელიც რეიტინგს 2004 წლის შემდეგ არ ტოვებს.
ათეულში არიან: ბილ გეითსის მეუღლე მელინდა გეითსი, აშშ-ს ფედერალური სარეზერვო სისტემის ხელმძღვანელი ჟანეტ იელნენი, "ჯენერალ მოტორსის" გენერალური დირექტორი მერი ბარა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელი კრისტინ ლაგარდი, ბრაზილიის პრეზიდენტი დილმა რუსეფი, "ფეისბუქის" დირექტორთა საბჭოს წევრი შერილ სენდბერგი, "იუთუბის" გენერალური დირექტორი სიუზან ვოიცეკი და აშშ-ს პრეზიდენტის მეუღლე მიშელ ობამა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები