რუბრიკები
საქონლის ხორცისა და წიწიბურას წვნიანი
რეცეპტის ინგრედიენტები: 400 გრამი უძვლო, პატარა კუბიკებად დაჭრილი საქონლის ხორცი 2 ცალი ხმელი დაფნის ფოთოლი 5-7 შავი წიწაკის მარცვალი 1 ს/კ კარაქი ან ზეთი 1 თავი წვრილად დაჭრილი ხახვი 2 ღერო წვრილად დაჭრილი ნიახური 3 კბილი გატარებული ნიორი 1-3 ღერო ქონდარი 3 ცალი გათლილი და წვრილად დაჭრილი კარტოფილი 10 ჭიქა ქათმის ბულიონი ნახევარ ჭიქაზე ნაკლები თეთრი ღვინო (სურვილისამებრ*) 1 ჭიქა წიწიბურა 2 ს/კ ახლად წვრილად დაჭრილი ოხრახუში მოსართავად მომზადების წესი: 1. მოათავსეთ მცირე ნაჭრებად დაჭრილი საქონლის ხორცი ქვაბში და დასხით წყალი, საკმარისი იმისთვის, რომ ხორცი დაიფაროს, დაამატეთ დაფნის ფოთლები, მარილი და წიწაკის მარცვლები. მოთუშეთ ხორცი თავდახურული 1 საათის ან საათ ნახევრის განმავლობაში, სანამ არ დარბილდება. 2. გაადნეთ დიდ ქვაბში კარაქი ან გააცხელეთ ზეთი, ჩაყარეთ ხახვი, სტაფილო, ნიახური, ქონდარი და ნიორი, დაამატეთ მარილი, წიწაკა და მოშუშეთ საშუალო ცეცხლზე დაახლოებით 7 წუთის განმავლობაში, სანამ ბოსტნეული არ დარბილდება. 3. შემდეგ დაამატეთ კარტოფილი, ქათმის ბულიონი და წიწიბურა (სურვილისამებრ დაამატეთ თეთრი ღვინოც*), მიიყვანეთ ადუღებამდე, დაუმატეთ მარილი და წიწაკა. განაგრძეთ წვნიანის მომზადება კიდევ 20-25 წუთის განმავლობაში, სანამ კარტოფილი და წიწიბურა ბოლომდე არ მოიხარშება. ამოიღეთ დაფნის ფოთლები. 4. როდესაც საქონლის ხორცი კარგად დარბილდება, გადაწურეთ წვენი წმინდა საწურით ან მარლის ნაჭერით, ამოიღეთ დაფნის ფოთლები და წიწაკის მარცვლები, ჩადეთ საქონლის ხორცი მომზადებულ წვნიანში, მოსართავად თავზე მოაყარეთ ახალი ოხრახუში და თქვენი წვნიანიც მზადაა. გემრიელად მიირთვით! წყარო: კულინარია
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.