სამეგრელოს რეგიონის სამ საარჩევნო ოლქში ჩატარებულ შუალედურ არჩევნებზე, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემების მიხედვით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგეტაში ხმების უმრავლესობა "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ვასილ გაბისონიამ მიიღო. მას 410 ხმა აქვს, რაც 57,02%-ს შეადგენს, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა 305 ხმა მიიღო, რაც 42,42%-ია. "თავისუფალი საქართველოს" კანდიდატს ბაჩუკი ნაროუშვილს არც ერთი ხმა არ მიუღია. სენაკის მაჟორიტარულ ოლქში 470 ხმით კოალიციის მიერ წარდგენილი კანდიდატი ლიდერობს . დამოუკიდებელმა კანდიდატმა კაპიტონ ტორჩინავამ 225 ხმა მიიღო, რაც 23,54%-ია. "თავისუფალი საქართველოს" კანდიდატს ემალ ყურაშვილს 170 ხმა აქვს, რაც 17, 78%-ია. "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატ ხვიჩა სანაიას 91 ხმა მიიღო, რაც ხმების საერთო რაოდენობის 9, 52% -ია.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები