კალიფორნიის შტატში ასაკოვან ქალბატონს ეძებენ, რომელმაც ურნაში 200 000 დოლარის ღირებულების Apple-ის ერთ-ერთი ძველი და იშვიათი მოდელის კომპიუტერი გადააგდო. აშშ-ის ნარჩენების გადამამუშავებელი კომპანიის განცხადებით, დაახლოებით ერთი თვის წინ 60-70 წლის ქალბატონმა რამდენიმე ყუთი გადააგდო, ერთ-ერთში კი სწორედ Apple-ის იშვიათი და ორიგინალი მოდელი Apple 1 იყო მოთავსებული, რომელიც სტივ ჯობსმა, სტივ ვოზნიაკმა და რონალდ უეინმა 1976 წელს შექმნეს. მაშინ სულ 200 მსგავსი მოდელი გამოუშვეს და თითოეული 666,66 დოლარად გაყიდეს.
გასულ თვეს ურნაში ნაპოვნი ერთ-ერთი მსგავსი მოდელის Apple-ის კომპიუტერი ნარჩენების გადამამუშავებელმა კომპანია CleanBayArea-მ კერძო აუქციონზე 200 000 ამერიკულ დოლარად უკვე გაყიდა. ახლა კი ეძებენ იშვიათი მოდელის კომპიუტერის წინა მფლობელს, რომელსაც მიღებული თანხის 50 პროცენტი - 100 000 დოლარი ეკუთვნის.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები