რუბრიკები
თენგიზ გუნავა-პროკურატურას პოლიციელების დასაკავებლად საკმარისი მტკიცებულება აქვს
შსს-ს გენერალური ინსპექციის ყოფილი უფროსის თენგიზ გუნავას ადვოკატი მალხაზ ველიჯანაშვილი, გუნავას საქმეში მონაწილე პოლიციელების დაკავებას მოითხოვს. "მართალია, გამოძიებამ ვერ დაადასტურა, რომ გუნავას ნარკოტიკი და იარაღი ჩაუდეს, მაგრამ არც ის დასტურდება, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს თავად ჰქონდა იარაღი და ნარკოტიკი. ამას ბევრი გარემოება ცხადყოფს, მათ შორის ის, რომ გუნავას შარვალზე მეტალიზაციის კვალი არ აღმოჩნდა, რაც, მას რომ იარაღი ჰქონოდა, აუცილებლად უნდა ყოფილიყო. რაც შეეხება პოლიციელებს - გამოძიების მიერ გამოქვეყნებულ დადგენილებაშიც ნათქვამია, რომ მათ განზრახ შეიყვანეს ოქმში არასწორი მონაცემები და გააყალბეს. ამასთან, წერია, რომ გუნავას ნიღაბი ჩამოაცვეს. რა თქმა უნდა, მათ დაკავებას მოვითხოვთ. ადამიანებს იჭერენ ჩვენების შეცვლისთვის და პოლიციელი რომ განზრახ დოკუმენტს გააყალბებს, ეს დანაშუალი არ არის? უფლებამოსილების გადამეტება სხვა რა არის?", - აღნიშნა ველიჯანაშვილმა. პროკურატურამ თენგიზ გუნავას ადვოკატ მალხაზ ველიჯანაშვილის საჩივარზე, რომელიც შეეხებოდა გუნავას უკანონო დაკავებასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, გამოძიება დაასრულა. პროკურატურის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ თენგიზ გუნავას დაკავება და ჩხრეკა დარღვევებით წარიმართა, თუმცა მისთვის იარაღის და ნარკოტიკის ჩადება არ დასტურდება. გუნავას აყვანისას დაშვებული გადაცდომების გამო, შს მინისტრის ბრძანებით კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის 5 თანამშრომელი სამსახურიდან 21 დეკემბერს გათავისუფლდა. აღნიშნულ საკითხზე რადიო "ათინათთან" კომენტარი სამეგრელო -ზემო სვანეთის გუბერნატორმა თენგიზ გუნავამ გააკეთა. " ვიბრძოლებ სამართლებრივად და გამოჩნდება, რა და როგორ მოხდა. დღეს ისინი ბევრ რაღაცას ადასტურებენ,ამბობენ იმას რომ ნარკოტიკისა და იარაღის ჩადებას ვერ ამტკიცებენ. ამას იმიტომ არ აკეთებენ, რომ დამტკიცების შემთხვევაში მინისტრისა და მინისტრის მოადგილის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს. მე კი მათი სკამების შენარჩუნების გამო არ ვაპირებ ნარკომანის სახელი ავიკიდო და ვიბრძოლებ ყველანაირი სამართლებრივი ფორმით.  მათ ამ პოლიციელების დასაკავებლად საკმარისზე მეტი მტკიცებულება აქვთ,"-აღნიშნავს გუნავა
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2025 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.