რუბრიკები
ჟან-კლოდ ვან დამმა ცოლთან განქორწინება გადაიფიქრა
პოპულარულმა ამერიკელმა მსახიობმა ჟან-კლოდ ვან დამმა და მისმა ცოლმა გლედის პორტუგეზმა მეორედ განქორწინება გადაიფიქრეს. 54 წლის ვან დამმა განაცხადა, რომ თავის 57 წლის ცოლს აღარ გაშორდება. ამის შესახებ მან პორტალ TMZ-თან ინტერვიუში ისაუბრა. მსახიობმა აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე მათი ურთიერთობა ისეთი ძლიერია, როგორც არასდროს. „ჩვენ ოჯახის შენარჩუნება შევძელით. განქორწინება ყოველთვის ძალიან მძიმეა, განსაკუთრებით ბავშვებისთვის. დღეს მსოფლიოში იმდენი წყვილი შორდება ერთმანეთს, რომ მე და გლედისმა გადავწყვიტეთ მათ სიას არ შევმატებოდით“, - განაცხადა ვან დამმა. 2015 წლის მარტში ვან დამის ცოლმა განქორწინების შესახებ სასამართლოში განცხადება შეიტანა. მან დოკუმენტებში გაყრის მიზეზად ცოლ-ქმარს შორის არსებული „გადაუჭრელი უთანხმოება“ დაასახელა. ვან დამი და პორტუგეზი ორ შვილს ზრდიან. ცოლ-ქმარი ხუთწლიანი თანაცხოვრების შემდეგ ოფიციალურად 1992 წელს განქორწინდა, თუმცა 1999 წელს ჟან-კლოდი და გლედისი ისევ შეუღლდნენ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.