Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/02/images-13.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/02/images-13.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/02/images-13.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/02/images-13.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
რუბრიკები
ტოვებენ თუ არა საკუთარი ნებით სოფლის რწმუნებულები დაკავებულ თანამდებობებს?
1-ლი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ რადიო „ათინათმა“ სამეგრელოს მასშტაბით მარტვილის, ხობის, სენაკის, აბაშის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის და სვანეთის მუნიციპალიტეტებში, მიმდინარე ტერიტორიული ორგანოების წარმომადგენლების შეცვლასთან დაკავშირებით მოკვლევა ჩაატრა. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის მხოლოდ ოთხ რწმუნებულს აქვს განცხადება დაწერილი, თუმცა მათი მოთხოვნა გათავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობიდან ამ დრომდე არ დაკმაყოფილებულა. ამ გარემოებას მუნიციპალიტეტის გამგებელი დათო გაგუა ასე ხსნის. ნაციონალებისგან განსხვავებით მათ პროფესიონალების მიმართ სხვა მიდგომა აქვვთ და ყველა ადამიანს, ვისაც შეუძლია სასიკეთო საქმის გაკეთება შეუძლია დარჩეს და თავისი საქმაინობა გააგრძელოს. მისივე თქმით რწმუნებულების მოთხოვნის დაკმაყოფილებას ამ ეტაპზე არ აპირებს,- განაცხადა რადიო „ათინათთან“ საუბარში გაგუამ. სოფლის რწმუნებულების რეორგანიზაცია ამ დრომდე არ დაწყებულა წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, როგორც წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგა გულორდავამ, რადიო „ათინათს“ განუცხადა ჯერჯერობით განცხადება სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გამგეობაში არ შემოსულა, თუმცა ამ საკითხში ცვლილებებს არ გამოვრიცხავთ. აღნიშნა ჩვენთან საუბარში გოგა გულორდავამ. იგივე მდგომარეობაა მარტვილისა და სენაკის მუნიციპალიტეტში. რადიო „ათინათის“ კითხვაზე შეიცვალნენ თუ არა სოფლის რწმუნებულები? მუნიციპალიტეტის გამგებლები აცხადებენ, რომ რწმუნებულებისგან არ შემოსულა განცხადება თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ და არც ახლო მომავალში იგეგმება ამ კუთხით რეორგანიზაცია. სვანეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კაპიტონ ჟორჟოლიანმა კი რადიო „ათინათს“ განუცხადა, რომ ამა წლის სამი იანვრიდან, სვანეთის 16-დან 14 რაიონში ახალი რწმუნებულები დაინიშნენ. ხოლო ორ სოფელში ყოფილი რწმუნებულები მუშაობას, ამ დრომდე განაგრძობენ. ხობის მუნიციპალიტეტის ყველა რწმუნებულმა დაკავებული თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია რადიო „ათინათს“ ხობის გამგებელმა კახაბერ ბენიძემ მიაწოდა. აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებელი ამ დროისთვის რწმუნებულების შეცვლის აუცილებლობას ვერ ხედავს და აღნიშნავს რომ რეორგანიზაცია მხოლოდ გამგეობის ადმინისტრაციაში განხორციელდა. სოფლის რწმუნებულების საკითხს კი საჭიროების შემთხვევაში მომავალში გადახედავენ. განაცხადა გოჩა ჭანტურიამ. შეგახსენებთ რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლის რწმუნებულმა პირადი განცხადების საფუძველზე დაკავებული თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია რადიო “ათინათთან” გამგეობის საზოგადოებასთან და პრესასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, მაია ღურწკაიამ დაადასტურა. ღურწკაია ვერ აკონკრეტებს, თუ რომელი სოფლის რწმუნებულებმა დაწერეს განცხადება თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. “ვიცი რომ ერთ-ერთი სოფელ კორცხელის რწმუნებულია”,- აღნიშნა რადიო ”ათინათთან” საუბარში მაია ღურწკაიამ. ვრცლად
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა ზუგდიდის მერიასთან ერთად, ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების ახალი პროგრამა
დღეს "ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი"-ს ოფისში, პროექტის ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის საჭიროებებზე მორგებული პროგრამების გაუმჯობესება" ფარგლებში, მეორე
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 16 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 16 °C
img
მესტია 6 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.