Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/02/bagiiii.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

რუბრიკები
ზუგდიდში საბავშვო ბაღებში სივრცის არ ქონის გამო ბავშვებს ვერ ღებულობენ
სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებში არსებულ მდგომარეობაზე და დევნილების მიერ ამავე დაწესებულებებში უკანონოდ დაკავებულ ფართებთან დაკავშირებულ საკითხებს რადიო „ათინათი“ არკვევდა. ამ საკითხზე სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრის დირექტორს ლუიზა ნაჭყებიას გავესაუბრეთ, რომელმაც ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ ქალაქის მასშტაბით არსებული 16 ბაღიდან 14 დევნილების მიერ არის დაკავებული. იმის გამო, რომ იძულებით ადგილნაცვალი პირები შენობების პირველ სართულს სრულად ფლობენ ბაღის ადმინისტრაცია საკმარისი სივრცის არ ქონის გამო ბავშვების მიღებას სრულად ვერ ახერხებს. მისივე თქმით იყო ბევრი შემთხვევა, როდესაც დევნილები საცხოვრებლად სხვა რაიონში გადაიყვანეს მაგრამ ისევ უკან დაბრუნებულან. ნომერ 10 ბაღში აფხაზეთიდან დევნილი რვა ოჯახია ჩასახლებული, როგორც ჩვენთან საუბარში დევნილი ზაირა ძაძუა აღნიშნავს დევნილთა სამმართველო მათ ბაღის სანაცვლოდ ფართებს ბათუმში,ფოთსა და კახათში სთავაზობდა, რაზეც დევნილებმა თავის დროზე უარი განაცხადეს. ძაძუას თქმით კარგი იქნება თუ დევნილთა სამმართველო ზუგდიდში გამოყოფს მათთვის საცხოვრებელ ფართებს. მისი თქმით აქედან შორს ყოფნა არ შეუძლიათ,რადგან თავის სარჩენად მცირე საქმიანობას ეწევიან. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დევნილთა სამმართველოში აცხადებენ, რომ მშენებლობის დაწყებისთანავე პირველ რიგში ბაღებში ჩასახლებული დევნილებისთვის გამოიყოფა საცხოვრებელი ფართები. დევნილთა სამმართველოს უფროსის მოადგილე გოჩა ელერჯია რადიო „ათინათთან“ საუბარში აღნიშნავს, რომ საკითხზე სპეციაური კომისია მუშაობს, რომელიც სამინისტროს საჭირო ინფორმაციას მიაწვდის, რომლის მიხედვითაც სავარაუდოდ მათი ჩასახლების პროცესი უნდა გადაწყდეს. „პირველ რიგში ქალაქის მასშტაბით ბაღებში ჩასახლებული დევნილები დაკმაყოფილდებიან საცხოვრებელი ფართებით“,- განაცხადა ელერჯიამ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.