რუბრიკები
6 ივნისს სოფელ ცაიშში "იონაობა" აღნიშნეს (ვიდეო)
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცაიშის ადმინისტრაციულ ერთეულში დიდი საზოგადო მოღვაწის იონა მეუნარგიას სახელობის სახალხო დღესასწაული "იონაობა" გაიმართა. ცნობილი ქართველი პუბლიცისტის, კრიტიკოსის, საზოგადო მოღვაწის, მეცხრამეტე საუკუნის ქართველ მწერალთა ბიოგრაფისა და ,,ვეფხისტყაოსნის" ფრანგულად მთარგმნელის, ბატონ იონა მეუნარგიას სახელობის სახლ–მუზეუმი დღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ გიზო სართანიამ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი მუზეუმების მართვის ცენტრი“-ს წარმომადგენლებმა, პოეტმა ლია ნაროუშვილმა, შუკო ჯიქიამ და მოწვეულმა სტუმრებმა დაათვალიერეს. ღონისძიება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი მუზეუმების მართვის ცენტრი“-ს ორგანიზებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ფინანსური მხარდაჭერითა და გამგებლის ბატონ ედიშერ თოლორაიას უშუალო თანადგომით გაიმართა. დღეს იონა მეუნარგიას ძეგლი და მემორიალური დაფა ყვავილებითა და გვირგვინით შეამკეს. მოგვიანებით კი ღონისძიების მასპინძლებმა და სტუმრებმა სოფელ ცაიშში გადაინაცვლეს. ცაიშის ტაძარში კი აღესრულა საგანგებო წირვა და პანაშვიდი. გაიმართა ტრადიციული სახალხო ზეიმი. სამხატვრო სკოლის მოსწავლეებმა ეზოში საგანგებოდ გაშლილ მოლბერტებზე დახატეს. სახალხო დღესასწაულ ,,იონაობა“-ს აღნიშვნას მის მშობლიურ სოფელში 1966 წლიდან ჩაეყარა საფუძველი.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.