რუბრიკები
გალის რაიონის სკოლები აფხაზურ პროგრამაზე გადავლენ
თვითაღიარებული აფხაზეთის განათლების და მეცნიერების ე.წ. მინისტრის მოადგილე დიმიტრი გვარამიამ Sputnik-ს განუცხადა, რომ გალის რაიონის ყველა სკოლა სწავლების აფხაზურ სტანდარტზე გადავა. გვარამიას თქმით, საქმე იმაში კი არ არის, რომ ამ სკოლებში სწავლება ქართულად მიმდინარეობს, არამედ იმაში, რომ სასწავლო მასალას საქართველოს განათლების დეპარტამენტი გამოსცემს. “საქართველოს განათლების დეპარტამენტის მიერ გამოცემულ სახელმძღვანელოებს გარკვეული იდეოლოგიური დატვირთვა აქვთ და ეს არათუ საზიანოა აფხაზეთის მცხოვრებთათვის, არამედ -საშიშია სახელმწიფოსთვის”, — თქვა გვარამიამ. მან აღნიშნა, რომ ცნობილია ფაქტები, როდესაც მასწავლებლების ნაწილი ხელფასს საქართველოშიც იღებდა. ” ესეც საქართველოს ხელისუფლების მიზანმიმართულ პოლიტიკაზე მიუთითებს, შესაბამისად, საჭიროა აფხაზეთის ტერიტორიაზე ამ პოლიტიკის შეწყვეტა. ამისთვის, აუცილებელია ქართული პროგრამით სწავლების პროცესის შეჩერება”, — ხაზი გაუსვა გვარამიამ. მან დასძინა, რომ თუ საუბარია გალის რაიონის დაბალ ზონაზე, ეს ქართული საგანმანათლებლო პროგრამაა სუფთა სახით. “ბუნებრივია, ამ სკოლების კურსდამთავრებულები, რომლებიც ამ პროგრამას გადიან, უმაღლესი განათლების მიღებას აფხაზეთში არ გეგმავენ“,- უთხრა გამოცემას დიმიტრი გვარამიამ. მან აღნიშნა, რომ დე ფაქტო აფხაზეთის განათლებისა და მეცნიერების ე.წ. სამინისტროს მოთხოვნა აფხაზური საგანმანათლებლო სტანდარტის დამკვიდრების შესახებ – შესრულდება. თუმცა, მისივე თქმით, პედაგოგების გადამზადება საკმაოდ რთული პროცესი იქნება, რადგან მათი უმრავლესობა რუსულ ენას ვერ ფლობს ჯეროვნად, „საგნების სწავლებაზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი“ “, — განაცხადა გვარამიამ. დე ფაქტო აფხაზეთის განათლების სამინისტროს წარმომადგენელმა თქვა, რომ გალში ეს ამოცანა შესრულებულია და საკამოდ კარგი შედეგებიც არის.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.