ბათუმისა და ქუთაისის კლინიკები C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩაერთვნენ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბენეფიციარებს 15 ივნისიდან შეუძლიათ მიაკითხონ:
ბათუმში: ინფექციური პათოლოგიის შიდსისა და ტუბერკულოზის რეგიონული ცენტრი - მის: ჯ. ქათამაძის N11. ქუთაისში : 1. შპს მულტიპროფილური ჰოსპიტალი „მედიქალ სითი“- მის: ფოთის ქუჩა N40 . 2. შპს. „ლივერმედი“ - მის: თამარ მეფის ქუჩა N 26 შპს. „ლივერმედი“ კი პაციენტებს უკვე დღეიდან იღებს. მომავალი კვირიდან ბენეფიციარებს ზუგდიდის კლინიკებიც მიიღებენ.
პროგრამაში ჩასართავად სერვის-ცენტრებში 4500 ადამიანია დარეგისტრირებული. С ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტის „სოფოსბუვირის“ 10 000 ფლაკონი აგვისტოს ბოლოს შემოვა. პირველ ეტაპზე ჩასართავი 5000 პაციენტიდან C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ცხრაასამდე პაციენტი უკვე ჩაერთო.
პროგრამაში ჩასართავად პრიორიტეტი ენიჭებათ იმ ბენეფიციარებს, რომლებსაც ყველა საჭირო კვლევა ჩატარებული აქვთ და მათი ღვიძლის მდგომარეობა კრიტიკულია.
სარეცხის ეფექტური, უსაფრთხო და ენერგოეფექტური მოვლა თანამედროვე საცხოვრებელი სივრცის ერთ-ერთი მთავარი ტექნიკური ამოცანაა.
|


მასალის გამოყენების პირობები