თბილისში 13 ივნისს სტიქიის დროს დაღუპულ მარიამ ქუთელიას ზუგდიდში 20 ივნისს დაკრძალავენ. მარიამ ქუთელიას ცხედარს ზუგდიდის ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძრიდან 15:00 საათზე გამოასვენებენ.
ზუგდიდის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მაია ღუბელაძეს ცნობით, მარიამ ქუთელიას დაკრძალვის ხარჯებს მთლიანად ქალაქ ზუგდიდის მერია დაფარავს. გარდა ამისა, მისივე ცნობით, მარიამ ქუთელიას ოჯახს მერის სათათბირო ორგანოს ახალგაზრდები დაეხმარებიან.
„ახალგაზრდები ხვალ დოკუმენტური ფილმის საქველმოქმედო ჩვენებას გამართავენ. ამასთან, მერიის თანამშრომლები ცალკე ვაგროვებთ თანხას. ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით მარიამ ქუთელიას ოჯახს დავეხმაროთ“, - თქვა მაია ღუბელაძემ.
მაშველები სტიქიის დროს დაკარგულ ზუგდიდელ გოგონას ეძებენმარიამ ქუთელიას ცხედარი ამოიცნესინდირა ზარანდიასა და მარიამ ქუთელიას ოჯახებს ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიუსამძიმრეს
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები