რუბრიკები
ტორტი ატმით
რეცეპტის ინგრედიენტები: 19 ცალი კვერცხი 5 ჩაის ჭიქა შაქარი 1 ლიტრი რძე 200 გრამი კარაქი 3 ჩაის ჭიქა ფქვილი 1 კილოგრამი ატამი 100 გრამი შოკოლადი მომზადების წესი: 15 კვერცხის ცილა გავთქვიფოთ კარგად, თანდათან ვამატოთ 2,5 ჩაის ჭიქა შაქარი, კვერცხის გული და ვთქვიფოთ დიდხანს. დავუმატოთ 2,5 ჩაის ჭიქა ფქვილი და ფრთხილად ავურიოთ. ყალიბს (რაშიც უნდა ჩავასხათ მიღებული მასა) წავუსვათ ცხიმი და გამოვაცხოთ ბისკვიტი ძალიან დაბალ ცეცხლზე 2–3 საათის განმავლობაში. კრემის მომზადების წესი: 4 კვერცხის გულისა და 1,5 ჭიქა შაქრის ფქვილისაგან გავაკეთოთ გოგლი–მოგლი, დავამატოთ ნახევარი ჩაის ჭიქა ფქვილი და კარგად ავურიოთ. დავასხათ ერთი ლიტრი რძე, დავდგათ ნელ ცეცხლზე და მივიყვანოთ ადუღებამდე. გავაციოთ და შევათქვიფოთ 200 გრამი კარაქი. ატმის მომზადების წესი: ტორტის გამოცხობამდე 12 საათით ადრე გავფცქვნათ ატამი, დავჭრათ სიბრტყეზე, მოვაყაროთ ერთი ჭიქა შაქრის ფხვნილი და ასე დავტოვოთ. 12 საათის შემდეგ გადავწუროთ ატამი და მიღებული წვენის ნაწილი მოვასხუროთ შუაში გაჭრილ ბისკვიტის ქვედა ფენას, წავუსვათ კრემი, დავაფაროთ ბისკვიტის მეორე ნახევარი, მოვასხუროთ დარჩენილი წვენი, დავალაგოთ ატმები და წავუსვათ კრემი. ზემოდან მოვრთოთ კრემით ან დავალაგოთ ატმები, გვერდზე წავუსვათ კრემი და სურვილისამებრ მოვაყაროთ გახეხილი შოკოლადი.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.