რუბრიკები
"თბილისი 2015"-ის ცეცხლი დღეს მესტიაში ჩავა
ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის, "თბილისი 2015"-ის ცეცხლი დღეს მესტიას ეწვევა.  საორგანიზაციო კომიტეტში განაცხადეს, რომ ესტაფეტაში ჩაერთვებიან ცნობილი სვანები, მათ შორის, პოეტი ერეკლე საღლიანი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, ხოლო ქალაქის ცენტრში ოლიმპიურ ცეცხლს 2004 წლის ათენის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მფლობელი ძიუდოში ნესტორ ხერგიანი შეიტანს. მესტიის ცენტრალურ მოედანზე ქართველი ვარსკვლავების მონაწილეობით კონცერტი გაიმართება. მესტიაში ოლიმპიური ცეცხლი რამდენიმე დღე დარჩება, შემდეგ კი ვერტმფრენით შავიზღვისპირეთს, კერძოდ ქობულეთს ეწვევა. საბერძნეთიდან ოლიმპიური ცეცხლი პირველად ბათუმში, 26 მაისს შემოვიდა, 28 მაისიდან კი მან სხვადასხვა ქალაქში დაიწყო მოგზაურობა. ოლიმპიური ცეცხლმა უკვე მოიარა ხელვაჩაური, ქედა, შუახევი, ხულო, ადიგენი, ახალციხე, ასპინძა, ნინოწმინდა, წალკა, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, რუსთავი, საგარეჯო, დედოფლისწყარო, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, გურჯაანი, თელავი, ახმეტა, ყაზბეგი, ფასანაური, თიანეთი, დუშეთი, მცხეთა, კასპი, გორი, ბორჯომი, ხაშური, საჩხერე, ჭიათურა, ზესტაფონი, ხარაგაული, თერჯოლა, ონი, ამბროლაური, ცაგერი, ლენტეხი, წყალტუბო, ქუთაისი, ბაღდათი, ვანი, ხონი, სამტრედია, ჩოხატაური, ოზურგეთი, ლანჩხუთი, ფოთი, ხობი, სენაკი, აბაშა, მარტვილი, ჩხოროწყუ, ზუგდიდი, წალნეჯიხა, ქარელი, ანაკლია. ევროპის მე-13 ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი თბილისში 26 ივლისიდან 2 აგვისტომდე ჩატარდება. ფესტივალის განმავლობაში თბილისს 50 ქვეყნის 3800-მდე მონაწილე ესტუმრება. ოლიმპიური ცეცხლი ზუგდიდშია (ვიდეო) ოლიმპიური ცეცხლი საქართველოშია ოლიმპიური ცეცხლი სამეგრელოშია (ვიდეო) ოლიმპიური ცეცხლი ზუგდიდში 1 ივლისს შემოვა ოლიმპიურ ცეცხლს დღეს ზუგდიდში ჩაიტანენ  
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.