ფოთში რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი ჩატარდება
11:12 / 07.07.2015
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, 15-25 ივლისს, ფოთში რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი ჩატარდება.
აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ, როგორც საქართველოს რეგიონული, ასევე იტალიის, ბელორუსიის, პოლონეთის ქვეყნების თეატრები. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს სხვადასხვა ქვეყნების თეატრებს შორის ურთიერთანამშრომლობას, გამოცდილების გაზიარებას და დამეგობრებას. პროექტი განხორციელდება ფოთში, რომლის ფარგლებშიც უცხოური თეატრის დასის წარმომადგენლები საზოგადოებას არა მარტო გააცნობენ საკუთარ შემოქმედებას, არამედ მათ ექნებათ საშუალება მოინახულონ და უკეთ გაეცნონ საქართველოს სხვადასხვა ღირშესანიშნაობებსა დ ქართულ კულტურას. აღნიშნული ღონისძიება პირველად იმართება საქართველოში და მას ყოველწლიური სახე მიეცემა.
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორიის მოადგილე კახა რუსია და ფოთის მერი ირაკლი კაკულია ღონისძიების ორგანიზატორ ნინელი ჭანკვეტაძესთან ერთად ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ და ფესტივალის შესახებ ესაუბრნენ.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები