Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/03/bidzinaaaa.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

რუბრიკები
ბიძინა ივანიშვილი: ევროპელობა არ ნიშნავს, რომ ყველამ ჭკუა უნდა გვასწავლოს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ევროპის "სახალხო პარტიისთვის"  წერილს ამზადებს. პრემიერმა ჟურნალისტებსა და  ქართველ ექსპერტებს განუცხადა, რომ მისი წერილი საკმაოდ მკვეთრი იქნება. ივანიშვილის განმარტებით, ახალი ხელისუფლება ევროპას გასაგებ ენაზე ესაუბრება, რადგან სიმართლის ევროპაში ჩატანის არ ეშინია. "ევროპასთან ასეთ ტონში საუბარი სწორედაც მისაღებია. დავით უსუფაშვილი კარგად წერს და სწორედ ამიტომ მან უპასუხა მიმართვას, თუმცა უსუფაშვილის წერილის ძირითადი აქცენტები ჩემი გაკეთებულია. უახლოეს დღეებში "სახალხო პარტიას" უფრო მკვეთრ და ფართო წერილს მივწერ, რადგან ევროპელობა არ ნიშნავს, რომ ყველამ ჭკუა უნდა გვასწავლოს. ის წერილი სირცხვილია ან ევროპარლამენტარებმა არ იცოდნენ, ხელს რაზე აწერდნენ. ჩვენ შევძლებთ, დავარწმუნოთ სიმართლეში ის ადამიანები, რომლებიც სააკაშვილის სიცრუეში ცხოვრებას ახერხებდნენ", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა. მისივე ინფორმაციით, მისი წერილის გამოქვეყნება დიდი ზომიდან გამომდინარე დაგვიანდა, რადგან "ფაინენშელ თაიმსმა" და "უილ სტრიტ ჯორნალმა" ქართულ მხარეს ამ წერილის მხოლოდ მესამედის დაბეჭდვა შესთავაზეს. უახლოეს დღეებში დაზუსტდება გამოცემა, რომელშიც მისი წერილი გამოქვეყნდება. ევროპის "სახალხო პარტიის" 23 წევრმა ბიძინა ივანიშვილს კრიტიკული წერილით მიმართა, რომელსაც ასევე კრიტიკულად უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა. 6 მარტის წერილში ევროპარლამენტის 23 წევრი ბიძინა ივანიშვილს მიმართავს და მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლებამ არ დაუშვას, რომ ევროკავშირის კარი ქვეყნისთვის დაიხუროს. დავით უსუფაშვილი კი, საპასუხო წერილში ევროპარლამენტარებს მოუწოდებს, სიცრუეზე დაფუძნებულ განცხადებებზე ხელმოწერისგან თავი შეიკავონ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.