რუბრიკები
ხაჭოს ღვეზელები ვაშლის გულსართით
რეცეპტის ინგრედიენტები: ცომი 200 გრ. ხაჭო (9%) 1 ცალი კვერცხი 85 გრ. დარბილებული ნაღების კარაქი 1 ს/კ შაქარი ¼ ჩ/კ მარილი ნახევარი ჩ/კ ცომის გამაფხვიერებელი 150 გრ. ფქვილი გულსართი 2 ცალი მოზრდილი ვაშლი ნახევარი ჭიქა ქიშმიში (სურვილისამებრ) 1 ს/კ ნაღების კარაქი 2 ს/კ შაქარი (თუკი ვაშლი მჟავეა შეგიძლიათ შაქრის რაოდენობა გაზარდოთ) ვანილი ან დარიჩინი გემოვნებით მომზადების წესი: 1. ჯამში ერთმანეთს შეურიეთ ხაჭო, შაქარი, მარილი, კარაქი; დაუმატეთ მსუბუქად გათქვეფილი კვერცხი და ისევ აურიეთ (თუკი ხაჭო ძალიან სქელია, თავიდან მისი ცხრილში გატარება მოგიწევთ). დაამატეთ ფქვილი, გამაფხვიერებელი და მოზილეთ რბილი ცომი, თუ საჭიროა გაზარდეთ ფქვილის რაოდენობაც. გადააფარეთ ცომს სუფთა ტილო და გადადგით. 2. გაასუფთავეთ ვაშლი და დაჭერით პატარა კუბიკებად. მცირე ზომის ქვაბში გაალღვეთ კარაქი, დაუმატეთ შაქარი და ვაშლი, მოთუშეთ, სანამ მთელ წვენს არ შეიშრობს და ვაშლი კარგად არ დარბილდება. ბოლოს დაამატეთ ვანილი (ან დარიჩინი), აურიეთ და მიღებული გულსართი გადადგით გასაგრილებლად. 3. გააცხელეთ ღუმელი 200°C-მდე, გამოსაცხობ ლანგარზე დააფარეთ პერგამენტი და წაუსვით კარაქი. 4. დაყავით ცომი 10 ნაწილად, გამოიყვანეთ ღვეზელები ვაშლის გულსართით, დააწყვეთ გამოსაცხობ ლანგარზე და ზემოდან მოაცხეთ კვერცხი. 5. აცხვეთ, სანამ ღვეზელების ზედაპირი ოქროსფრად არ დაიბრაწება. ხაჭოს კონვერტები სუპერ რეცეპტი – ხაჭოს პასკა კაკლის მურაბით ღვეზელი ხაჭოთი და პამიდვრით უგემრიელესი ხაჭოს ნამცხვარი ქიშმიშითა და გარგარის ჩირით ხაჭოს პასკა ნაღებით ხაჭოს მობრაწულა – იდეალური დესერტი ლიმონის და ხაჭოს კექსი ხაჭოსა და მოცვის ტორტი ხაჭოს და ყავის ტორტი ხაჭოს სასარგებლო კანფეტები ხაჭოს ჩიზქეიქი ალუბლის სოუსით უფქვილო დესერტი ხაჭოთი და ქიშმიშით ხაჭოს ხრაშუნა ნამცხვრები მარწყვიანი ხაჭოს დესერტი        
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.