Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/03/jgushia-mzaa.png" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/03/jgushia-mzaa.png" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/03/jgushia-mzaa.png" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/03/jgushia-mzaa.png" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
რუბრიკები
თენგიზ ჯგუშიამ „სამეგრელოს ხმის“ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
“სამეგრელოს ხმა, ხალხის ხმა, ხალხის საკეთილდღეოდ” ასე ეწოდება სამოქალაქო მოძრაობის დარბაზს, რომლის პრეზენტაციაც დღეს დემოკარატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა. შეხვედრის თემა საზოგადოებისთვის  ორგანიზაციის სამომავლო გეგმების გაცნობა იყო. "სამეგრელოს ხმის" დამფუძნებელმა თენგიზ ჯგუშიამ ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა,  რომ „სამეგრელოს ხმის" მთავარ მიზანს საზოგადოების თვითრეალიზაცია და მათი პრობლემების მოგვარების გზების ძიება წარმოადგენს. როგორც თენგიზ ჯგუშიამ აღნიშნა, საზოგადოებამ უნდა აკონტროლოს თვითმმართველობა და დაცული უნდა იყოს ინსტიტუციებისგან. „სამეგრელოს ხმა" ნიშნავს იმას, რომ სამეგრელოს თითოეული მოქალაქის, თითოეული მაცხოვრებლის ხმა იყოს შესმენილი და გათვალისწინებული ადგილობრივი თვითმმართველობის ან მმართველობის მიერ, "სამეგრელოს ხმა" ნიშნავს ხალხის ხმას , ხალხის საკეთილდღეოდ .“-აღნიშვანს ჯგუშია. ჯგუშია ასევე დასძენს, რომ მისთვის მთავარი ორიენტირი ბიძინა ივანიშვილის ძირითადი მიმართულებებია. „როგორც ბიძინა ივანიშვილი აცხადებს საზოგადოებრივი კონტროლი უნდა იყოს მთავარი ფილტრი, რომელსაც ხელისუფლება ყოველდღიურად უნდა გადიოდეს, იმისთვის, რომ ის იყოს ძლიერი ხელისუფლება, ჩვენი მიზანი კი სწორედ ამაში მდგომარეობს, რომ შევქმნათ ისეთი საზოგადოება, რომელიც არ მოტყუვდება და საკუთარ უფლებებს თავად დაიცავს.-განმარტავს "სამეგერლოს ხმის" დამფუძნებელი. ორგანიზაციის დამფუძნებლები ასევე აცხადებენ, რომ მათი ორგანიზაცია თვითონ ჩაერთვება თვითმმართველობის რეფორმაში და გაარკვევს თუ რა შესაძლებლობები აქვს ზუგდიდის მუნიციპალიტეტს და თითოეულ სოფელს, რაც მათ საშუალებას მისცემს არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებთან დაკავშირებით  რეალური სურათი მიიღონ. შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოება დაინტერესდა, თუ რას საქმინობდა იგი წინა ხელისუფლების პერიოდში, 9 წლის განმავლობაში, რაზედაც ჯგუშიამ უპასუხა, რომ მას დიდი სურვილი ქონდა ებრძოლა წინასაარჩევნოდ სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ, თუმცა, ის კარებს მიღმა დარჩა. ჟურნალისტებთან საუბარში ჯგუშიამ ასევე განაცხადა, რომ ის არ გამორიცხავს რომ 2012 წლის არჩევნებში მისი მონაწილეობა  შედეგებს შეცვლიდა. შეხვედრის დასასრულს თენიზ ჯგუშიამ დამსწრე საზოგადოეაბას აღუთქვა, რომ იგი მზადაა თავის თანაგუნდელებთან ერთად  ახალი და თამამი საზოგადოებრივი მოძრაობის ფორმატში იმუშაოს. უახლოეს მომავალში ზუგდიდში გაიხსნება ოფისი, სადაც მოწვეულნი იქნებიან ადგილობრივი თვითმმართველობისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები  რეგიონში არსებული პრობლემების განსახილველად.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2025 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.