Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/03/hangiii.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/03/hangiii.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/03/hangiii.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/03/hangiii.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
რუბრიკები
სახელმწიფო დაზღვევით მოსარგებლეების პრობლემებთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა
სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებსა და სახელმწიფო დაზღვევით მოსარგებლეებს შორის არსებულ პრობლემებზე ასოციაცია „ჰანგის“ ორგანიზებით გამართულ შეხვედრაზე იმსჯელეს. შეხვედრას რამდენიმე ექიმი და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სადაზღვეო პაკეტებთან დაკავშირებით ასოციაცია "ჰანგი" ჩეხური კომპანია „ადამიანი გაჭირვებაში“ თანადგომით პროექტს  ახორციელებს. იმის გასარკვევად, თუ რამდენად კმაყოფილია და რა პრობლემებს აწყდება დაზღვევით მოსარგებლე მოსახლეობა ასოციაცია „ჰანგმა“ 120-მდე ბენეფიციართან გამოკითხვა ჩაატარა. ასოციაციის წარმომადგენელი რუსლან საჯაია ათინათთან საუბარში აცხადებს, რომ გამოკითხულთა 55% დაზღვრვით კმაყოფილია. მათივე განცხადებით ძირითადი პრობლემა რასაც დაზღვევით მოსარგებლეები აწყდებიან სამედიცინო დაწესებულებების მიერ არის შექმნილი. "არც ერთ სამედიცინო დაწესებულებაში და სადაზღვეო კომპანიაში არ არის გაკრული იმ მედიკამენტთა ნუსხა, რომელიც უფასოა ბენეფიციარისთვის",-აღნიშნავს საჯაია. იგი ასევე დასძენს, რომ პრობლემები შეიძლება ხელოვნურად იყოს შექმნილი. "პრობლემა ორ შეთანხმებულ სუბიექტს სამედიცინო დაწესებულებასა და სადაზღვევო კომპანიას შორის უნდა მოგვრდეს და არ უნდა დაზარალდეს ბენეფიციარი"- მსგავსი შეხვედრა სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენლებთანაც შედგება, ასოციაციის წარმომადგენლები სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებს თანამშრომლობას სთავაზობენ არსებული პრობლემების მოგვარების მიზნით. ექიმი ნანა ჯიბლაძე დადებითად აფასებს საყოველთაო დაზღვევის შემოღებას და აღნიშნავს, რომ მოსახლეობას არ აქვს სრული ინფორმაცია თუ რა მომსახურება შეიძლება მიიღოს დაზღვევის პაკეტის მეშვეობით და რომელ დაწესებულებას უნდა მიაკითხოს. „არის ისეთი სამედიცინო დაწესებულებები, რომელსაც ხელშეკრულება არ აქვთ გაფორმებული სადაზღვეოსთან, ამიტომ ვერ მოემსახურებიან პაკეტის მქონე ბენეფიციარებს. აუცილებელია პაციენტის ინფორმირებულობის დონის ამაღლება არა მარტო იმის შესახებ, თუ რომელ დაწესებულებას შეუძლია მიმართოს არამედ თუ რა მომსახურებით შეუძლია სარგებლობა",-აცხადებს ნანა ჯიბლაძე
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2025 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.