ხობში მამაკაცი მატარებელმა გაიტანა. ცხედარი რკინიგზის ლიანდაგზე იპოვეს. მომხდარი ფაქტი შსს-ში დაადასტურეს.
როგორც უწყებაში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
ზურაბ ა. სავარაუდოდ ნახვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. 40 წლის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
გარდაცვლილის ცხედარი ქუთაისის ლევან სამხარაულის სახელობის სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.
სარეცხის ეფექტური, უსაფრთხო და ენერგოეფექტური მოვლა თანამედროვე საცხოვრებელი სივრცის ერთ-ერთი მთავარი ტექნიკური ამოცანაა.
|


მასალის გამოყენების პირობები